დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Next Step Academy
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
"ნექსთ სტეპ აკადემიის" გუნდი ეძებს გაყიდვების მენეჯერს!
"ნექსთ სტეპ აკადემია" მომხმარებლებს სთავაზობს, პროფესიული განვითარების კურსებს საქართველოს მასშტაბით:
"ნექსთ სტეპ აკადემია" წარმოდგენილია შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თელავი და გორი. "ნექსთ სტეპ აკადემიას" ასევე ონლაინ სწავლების მიმართულებაც აქვს.
"ნექსთ სტეპ აკადემია" ეძებს გაყიდვების მენეჯერს, ვინც ორიენტირებულია ხარისხზე და შედეგებზე.
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ფიქსირებული 800 ლარი ხელზე ასაღები +300 ლარი ხელზე ასაღები KPI -ის შესრულებისას; საშუალოდ გენერირებული ბონუსი 400)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** "ნექსთ სტეპ აკადემიის" პროფესიონალური კურსების შესწავლა
** სატელეფონო ლიმიტი
სამუშაო განრიგი:
** 5 სამუშაო დღე, 11:00-დან 20:00 საათამდე;
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე
სამუშაოს აღწერა:
** კლიენტების მიერ დატოვებულ ნომრებთან დაკავშირება
** მუშაობა სცენარის მიხედვით და მომხმარებელთა კვალიფიცირება
** მაქსიმალური ინფორმირება კურსებთან დაკავშირებით
** Google Sheetის ბაზაში მუშაობა
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან
მოთხოვნები:
** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით;
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელმისამართზე: hr@nextstepacademy.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი"
|
|
|
|