დასახელება:
ბუღალტერი - ფინანსური აღრიცხვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სამედიცინო დაწესებულება
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის (ფინანსური აღრიცხვის მენეჯერის) პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00 სთ მდე
ანაზღაურება: 2500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების შესრულება საბუღალტრო ან სხვა სააღრიცხვო პროგრამაში
** პირველადი დოკუმენტების შედგენა და დამუშავება (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ანგ.ფაქტურა და ა.შ)
** სახელფასო უწყისების ფორმირება, დაბეგვრა და განაცემების დეკლარირება.
** საბანკო ტრანზაქციების განხორციელება, რეპორტების ამოღება.
** სხვა ბუღალტრული გატარებები კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე
** დებიტორ-კრედიტორების ბარათების წარმოება და ნაშთების ოპერატიული აღრიცხვა-კონტროლი
** საბუღალტრო რეპორტების (ბალანსი, მოგება-ზარალი, ქეშფლო) მომზადება
** ფინანსური დირექტორთან და მთავარ ბუღალტერთან სინქრონში მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად პროფესიული ორგანიზაციის მიერ
გაცემული საბუღალტრო სერტიფიკატის მფლობელი - სასურველია*
** უპირატესობა ენიჭება სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილებას
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა Oris-ში მუშაობის გამოცდილება
** MS Office-ს კარგი ცოდნა (excell - განსაკუთრებულად)
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალური
** მათემატიკური აზროვნების მქონე
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** კარგი მეხსიერება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geoclinicvacancy@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება: ფინანსური აღრიცხვის მენეჯერი
|
|
|
|