Робота для біженців з України
ენისა და მეტყველების თერაპევტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ენისა და მეტყველების თერაპევტი
მომწოდებელი: კენ ვოლკერის კლინიკა
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"კენ ვოლკერის კლინიკის" ბათუმის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ნევროლოგიური დაზიანების მქონე პაციენტთა შეფასება;
** კონსულტირება აღნიშნული პრობლემის შესახებ;
** შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა პაციენტისთვის, მისი ოჯახის წევრისათვის ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** კლიენტებთან ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
** პაციენტისა და მათი ოჯახის წევრების განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის კვების, მეტყველებისა უნარის განვითარების შესახებ;
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია მაგისტრის ან/და მასთან გათანაბრებული ხარისხი);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ერთი წელი;
** ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;

სავალდებულო მოთხოვნები: ნევროლოგიური დაზიანების მქონე პაციენტებთან, მეტყველებისა და კვების დარღვევების თავისებურებების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** წერითი უნარ-ჩვევები;

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ენისა და მეტყველების თერაპევტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე