დასახელება:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
ფინბიურო
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
"ფინბიურო" აერთიანებს 20 ფილიალსა და 800-მდე თანამშრომელს.
"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში შემოსული საჩივრის დამუშავება;
** სხვადასხვა არხით მიღებული კორესპონდენციის მიღება/შესწავლა/მოკვლევა;
** მიღებული საჩივრების დასამუშავებლად, შესაბამისი სამსახურებიდან ინფორმაციის გამოთხოვა/მიღება;
** საქმის მოკვლევის ფარგლებში მიღებული მასალის ანალიზი და ანალიზის შესაბამისად სამართლებრივად დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხის დაბრუნება საჩივრის წარმომდგენთან;
** თანამშრომლებისთვის შესასრულებელი სამუშაოს განსაზღვრა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** ყოველკვირეული ანგარიშის წარმოება/წარდგენა;
** ანგარიშვალდებულება - კომპანიის დირექტორთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სავალდებულოა იურიდიული მიმართულებით);
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** გუნდის მართვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|