დასახელება:
IT მხარდაჭერის ჯგუფის აპლიკაციის მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას აიტი მხარდაჭერის ჯგუფის აპლიკაციის მხარდაჭერის სპეციალისტის (ელ. კომერცია) თანამდებობაზე.
კორპორაციის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:
** "ელ-კომერციის" კლიენტი ორგანიზაციებიდან შემოსული საკითხების ორგანიზება, დახარისხება პრიორიტეტების მიხედვით ("JIRA");
** პრობლემური გარემოს განსაზღვრა, ანალიზი. ინციდენტებზე რეაგირება/ინფორმირება კორპორატიული პოლიტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით;
** ტექნიკური პრობლემების კონტროლი და კლიენტებთან წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია;
** "WEB" სკრიპტებთან მუშაობა, გარჩევა და "Code Review" (HTML, CSS, Javascript, PHP);
** Web/IT აპლიკაციების და ბიზნეს პროცესების მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში პრობლემების არასამუშაო პერიოდში მოგვარება (დისტანციური მხარდაჭერა).
განათლება და გამოცდილება:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
** "Microsoft"-ის პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა (MS Office, MS Windows);
** აუცილებელია "HTML /CSS"-ის სიღრმისეული და "PHP" საშუალოზე მაღალი დონის ცოდნა;
** სასურველია "SQL"-ის ენების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია სხვა ოპერაციულ სისტემებთან გამოცდილება (Linux, Unix);
** ინგლისური ან/და რუსული ენების თავისუფლად ფლობა.
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტულობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** ინიციატივა, პიროვნული თვითგანვითარება, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 01 მაისი, 2025
შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი 032 2 777 222
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
|
|
|
|