Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე

რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადას" მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო დღის დასაწყისში ობიექტის მომზადება;
** სტუმრების მიღება და გამასპინძლება მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
** შეკვეთების მიღება და პროგრამული ასახვა მაქსიმალური სიზუსტით;
** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბარის და სამზარეულოს თანამშრომლებთან შეკვეთების მიღება/გაცემის პროცესში;
** მენიუს სიახლეებთან დაკავშირებით სტუმრების ინფორმირება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** 50%-იან ფასდაკლებას "სტრადას" სრულ მენიუზე, სამუშაო დღის განმავლობაში;
** ღამის საათებში, სახლამდე უფასო ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მიმტანი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე