დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
კაფე-რესტორანი სტრადა
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადას" მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.
სამუშაო ადგილი - თბილისი (სანდრო ეულის ქ. #7);
სამუშაო განაკვეთი - სრული
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/
მოთხოვნები: ამ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "მზარეული".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|