Робота для біженців з України
რეზერვაციების აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების აგენტი
მომწოდებელი: ალიანს პალასი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
აპარტ-ჰოტელი "ალიანს პალასი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:

** საერთაშორისო ჯავშნის პლატფორმებისა და ტურისტული კომპანიების ჯავშნების მომზადება/ჯგუფური ჯავშნების მომზადება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** მეილებზე პასუხის გაცემა;
** პოტენციური კლიენტების სიის წარმოება; მიმდინარე შეთავაზებების გაგზავნა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკების წარმოება;

მოთხოვნები:

** სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით.)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** უცხო ენების ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა)
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** სასტუმროს მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. (Fina-ს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 7 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@alliancepalace.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე