Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.

კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები, ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები, ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.

"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2024 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, კომპანია ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე, "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

პოზიცია: გრაფიკული დიზაინერი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვ. ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 3500-4000 (NET) + კვარტალური ბონუსი (ადგილზე მუშაობის შემთხვევაში) ან 1500-2000 (NET) + კვარტალური ბონუსი (დისტანციურად მუშაობის შემთხვევაში)

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერულ წინსვლას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის თანადაფინანსებას;
** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიზუალურ იდენტობის (ლოგოს, კორპორატიული სტილისა და ბრენდბუქის) შექმნა-კორექცია;
** ერთმანეთისგან განსხვავებული ბრენდებისთვის, პროექტებისა და პროდუქტებისთვის უნიკალური ვიზუალური სტილისა და კონცეფციის შემუშავება;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის კამპანიების ვიზუალური სტილის შემუშავება:
გრაფიკული კონტენტის, ინფოგრაფიკების, პოსტერების, ილუსტრაციების, პრინტების, შექმნა;
** სარეკლამო კამპანიებისთვის და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის ვიზუალური კონტენტის მომზადება;
** მოქაფებისა და სთორიბორდების აწყობა იდეების პრეზენტაციისთვის;
** ფოტომასალების დამუშავება;
** ფილიალებისა და მაღაზიების ვიზუალური კონცეფციის განახლება - შექმნა;
** ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალების დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
** სტამბებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign, Figma, Canva) მაღალ დონეზე ცოდნა;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრეატიულობა;
** ხარისხზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადი შემდეგ ლინკზე: https://forms.clickup.com/9018061792/f/8cr9cz0-71858/G487AFJKEJYMEVJNO0

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

ავტოტექნოს შერჩევის გუნდის საკონტაქტო:

ელ.ფოსტა: career@autotechno.ge

გისურვებთ წარმატებასა და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე