დასახელება:
ელექტრო ინჟინერი/ HVAC ინჟინერი
|
მომწოდებელი:
სთათიკ ლინკ
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
"სთათიქ ლინკში" ელექტრო ინჟინრისა და HVAC ინჟინერის ვაკანსია გვაქვს!
კომპანია "სთათიქ ლინკ" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე საინჟინრო სისტემების პროექტირების, მონტაჟისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.
ჩვენი ძირითადი სპეციალიზაციაა: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის, ხანძრის დეტექციის სისტემები; ელექტროობა და სუსტი დენები; კომპიუტერული ქსელები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები, შეღწევა-დაშვების საწინააღმდეგო სისტემები, ავტომატიზაცია. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/StaticLinkGeorgia/
ელექტრო ინჟინერი:
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 3000 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი 205
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00- 18:00
რა ბენეფიტებს მიიღებთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო
** სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები
რისი გაკეთება მოგიწევთ:
** ელექტრო განაწილების დაფების სქემატური და ვიზუალური პროექტირება
** ელექტრო ინსტალაციისთვის საჭირო მასალების სიის მომზადება და შესყიდვების მართვის მხარდაჭერა
** ელექტრო სისტემების ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესის მონიტორინგი
** არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და მათი ინტეგრირება ელექტრო სისტემებთან
** მოწყობილობების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და წესების დაცვა
** მოხმარებელთან ერთად დეტალური ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და კოორდინაცია
** პროექტის ბიუჯეტისა და კალენდარული გეგმის მომზადება
** ობიექტზე ვიზიტი, არსებული პირობების შეფასება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება
** ბაზარზე არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესწავლა/დანერგვა
** ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:
** სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** AutoCAD-ის ცოდნა (Eplan-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/9AMemSN8afn7LhNu5
განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.
შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
STATIC LINK მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !
HVAC ინჟინერი:
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 3000 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე).
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი 205
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00 (1 საათი შესვენება)
რა ბენეფიტებს მიიღებთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო;
** სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები;
რისი გაკეთება მოგიწევთ:
** HVAC მიმართულებით გადაწყვეტილებების მოფიქრება და პროექტის მომზადება.
** მიღებული არქიტექტურული ნახაზის გარჩევა.
** პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობისას პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით.
** HVAC სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა.
** საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად.
** პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი.
** HVAC სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლების და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება.
** HVAC-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი.
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
** პროექტის გეგმის შემუშავება, კალენდარული გეგმა-გრაფიკის, ცოცხალი ძალის, მასალების და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრა.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:
** სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** AutoCAD-ის ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/z3sPVJ7QVrTbP6y27
განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.
შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
STATIC LINK მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !
|
|
|
|