Робота для біженців з України
ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

** გრაფიკი: 12 და/ან 24 საათიანი ცვლები, ყოველ მესამე დღე;
** ანაზღაურება: 750 ლარი (Net);
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140ბ და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24).

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა და სასტუმრო ოთახამდე მიცილება;
** სტუმრის ბარგის ორგანიზებულად მიტანა/გამოტანა;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.cityhotels.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე