Робота для біженців з України
საბაჟო ოპერაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო ოპერაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰუალინგ დიჯითალ თრეიდ კო
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
კომპანია "ჰუალინგ დიჯითალ თრეიდ კო" ეძებს გუნდის ახალ წევრს საბაჟო ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე ლოჯისტიკის დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები:

** საბაჟო ოპერაციების წარმართვა და ურთიერთობა მარეგულირებელ ორგანოებთან;
** იმპორტისა და ექსპორტის ნაკადების ეფექტური განბაჟების კოორდინაცია პროდუქციის ყველა კატეგორიისათვის, ნედლეულისა და მასალებისთვის; სავაჭრო, საწარმოო და ლოგისტიკური აღჭურვილობისთვის;
** მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა სხვადასხვა იმპორტისა და ექსპორტის დოკუმენტების გაცემის, დამტკიცების ან დეკლარირებისთვის;
** საბაჟო ოპერაციების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა, გარე საბროკერო სამსახურებთან ურთიერთობა საბაჟო პროცედურების შესასრულებლად;
** საბაჟო დეკლარაციებისა და დოკუმენტების მომზადება და წარდგენა ფინანსურ დეპარტამენტთან.

კანდიდატის პროფილი:

** ბაკალავრის ხარისხი ლოგისტიკის, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის, საერთაშორისო ვაჭრობის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება საბაჟო ოპერაციების მიმართულებით;
** საბაჟო კანონმდებლობისა და ექსპორტ-იმპორტის რეგულაციების ცოდნა;
** ქართული ენა თავისუფლად, ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა, სასურველია 1С;
** დეტალებზე ორიენტირებისა და ყურადღების უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი;
** მოტივირებული, ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური.
** ASYCUDA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჯ.ლეჟავას ქ. N 22 (სავაჭრო ცენტრი " ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა")
სამუშაო საათები: 09:30-18:30
დასვენება: შაბათ-კვირა

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 მაისი, 2025.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hpq.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@hpq.ge.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე