Робота для біженців з України
HR რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR რეკრუტერი
მომწოდებელი: რედბერი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"რედბერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - HR რეკრუტერი ქალაქში - თბილისი.

"wegroup"-ი არის თანამედროვე დინამიური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 13 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით - Myredberry.ge და Mandarina.ge

"wegroup"
MANDARINA
REDBERRY

ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: https://www.wegroup.ge/

ჩვენ მზარდ გუნდში ვეძებთ ენერგიით და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანს HR რეკრუტერის პოზიციაზე.

HR რეკრუტერის სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
** ანაზღაურებადი შვებულება 6 თვის შემდეგ.
** პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
** მოქნილი გრაფიკი და მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია და მოვალეობები:

** რეკრუტინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების მოძიება;
** შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრებების/ტესტირებების დაგეგმვა და ჩატარება;
** კანდიდატების სტაჟირების პროცესის მონიტორინგი;
** ყოველკვირეული რაპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაივლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** მულტითასქინგური სამუშაო პროცესის მართვის უნარი;
** განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ptzd8YHb
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე