Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯორჯიტა
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" დაარსდა 2001 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში ევროპული პროდუქციის იმპორტი დაიწყო. დღეს სასურსათო ბაზარზე წარმოდგენილია ევროპული და ქართული პრემიუმ ხარისხის ასორტიმენტით.
https://georgita.ge/


სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალო
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე. 09:00-17:00/14:00-22:00 (ცვლების მიხედვით). შესვენება დღეში 1 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის განლაგება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, ვადებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი.
** სალარო ოპერაციების წარმოება;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;

თუ ხართ მზად იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@euro-line.ge

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel: 595052815

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ევროლაინმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე