დასახელება:
გუნდის წევრი - ონლაინ ჯავშნები
|
მომწოდებელი:
მიმინო კავკასიაში
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
შემომყვანი ტურისტული კომპანია "მიმინო კავკასიაში" ეძებს გუნდის ახალ წევრს სასტუმროების ონლაინ ჯავშნების განყოფილებაში. გუნდი იზრდება და ვეძებთ 2 ახალ თანამშრომელს.
პოზიციის ძირითადი მოვალეობა გულისხმობს რეზერვაციებთან დაკავშირებული ტექნიკური პროცესების მართვას.
მოლოდინები აპლიკანტის მიმართ:
** სასურველია, მცირე სამუშაო გამოცდილება/სტაჟირება/პრაქტიკები ნებისმიერ ადმინისტრაციულ ან ისეთი ტიპის პოზიციაზე, რომელსაც დეტალებზე ორიენტაცია განსაკუთრებულად სჭირდება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** ორგანიზებული, თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
შერჩევის ეტაპები:
** ტესტირება (ზოგადი უნარები) და გაცნობითი ხასიათის გასაუბრება;
** 1/2 დღიანი საორიენტაციო პრაქტიკა ამ კონკრეტული მიმართულებით;
** შემაჯამებელი შეხვედრა;
** სამსახურის შეთავაზება;
პირობები:
** დამწყებ პოზიციებზე ხელზე ასაღები ანაზღაურება 800 ლარი + ყოველთვიური ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** სამუშაო დრო: კვირაში 40 სთ;
** შვებულების 28 დღე;
** • გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები;
მოუთმენლად ველოდებით შენს რეზიუმეს: vacancy@miminotravel.com
|
|
|
|