Робота для біженців з України
ტურ-მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტურ-მენეჯერი
მომწოდებელი: მიმინო კავკასიაში
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
შემომყვანი ტურისტული სააგენტო "მიმინო კავკასიაში" ეძებს კანდიდატს ტურ-მენეჯერის პოზიციაზე, ევროპის ბაზარზე.

კომპანია აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 12+ წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე და პოტენციური პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მათი პრეფერენციების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
** პარტნიორისგან მიღებული მოთხოვნის გაანალიზება, დამუშავება და ოპერატიული საპასუხო კომუნიკაცია;
** საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად, ტურისტული პროდუქტების განახლება-გაუმჯობესების შესახებ ინიციატივის გამოჩენა;
** ბალტიისპირეთის ქვეყნების ტურისტული პოტენციალის კვლევა, პარტნიორების ბაზის მუდმივად განახლება და გაზრდა.
** საერთაშორისო გამოფენებში კომპანიის წარმომადგენლობა.
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის შესრულება.

პოზიციის სპეციფიკასთან იდეალურად თავსებადი აპლიკანტი ასე წარმოგვიდგენია:

** საქართველოს გეოგრაფიის, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მნიშვნელოვანია 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით (გიდად, ტურ-მენეჯერად, პროდუქტის მენეჯერად);
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
** მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე;
** ემპათიური და გულისხმიერი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, რომელიც ზრდადია ყოველწლიურად მიღწეული შედეგების მიხედვით;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** ულიმიტო საკომუნიკაციო ხარჯები;
** შვებულების 28 დღე;
** სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად;

სამუშაო დრო კვირაში 40 საათი, 5 სამუშაო დღე.

თუკი ეს ყველაფერი საინტერესოა თქვენთვის, თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიული კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, მოუთმენლად ველოდებით თქვენ შესახებ ინფორმაციას: vacancy@miminotravel.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე