"ჰუალინგ დიჯითალ თრეიდ კო" ეძებს გუნდის ახალ წევრს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გაქვთ შემდეგი გამოცდილება:
** კომპანიის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და შესრულების პროცესის მართვა ბიზნეს და ბრენდის მიზნებიდან გამომდინარე;
** სარეკლამო კამპანიების (Google Ads, Meta, TikTok, LinkedIn და ა.შ.) დაგეგმვა და ზედამხედველობა, ვებ და მობილური პლატფორმების ჩათვლით;
** მარკეტინგული კამპანიების შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPI) მონიტორინგი, ანალიზი და ოპტიმიზაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ROI მიზნების შესრულება (გადაჭარბებითაც);
** SEO სტრატეგიის წარმართვა, კონტენტის დაგეგმვა და ტექნიკური ოპტიმიზაცია ვებსაიტების ექსპოზიციისა და ტრაფიკის გაზრდის მიზნით;
** მჭიდრო თანამშრომლობა მრავალფუნქციურ გუნდებთან (მათ შორის, პროდუქტის განვითარების, გაყიდვების და კრეატიული გუნდები) მარკეტინგული და ბიზნეს მიზნების მისაღწევად;
** ელფოსტის მარკეტინგული კამპანიების შემუშავება, განხორციელება და ანალიზი; ყოვლისმომცველი ანგარიშების შექმნა, კამპანიის შესრულების შეფასება და გაუმჯობესების წინადადებების შეთავაზება; CRM სისტემების კონტროლი, ანალიტიკური პლატფორმების დანერგვა და გამოყენება კამპანიის მუშაობის გასაუმჯობესებლად,
მაშინ ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს რეზიუმეს!
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე (ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, ციფრული მარკეტინგის დირექტორი);
** E-commerce ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა, გამოცდილება ციფრული მარკეტინგული სტრატეგიების შექმნისა და დანერგვის B2B ან B2C გარემოში;
** ინგლისური ენის (წერილობითი და სალაპარაკო) ფლობა;
** Google Analytics, Firebase, Appsflyer ან სხვა ანალიტიკური პლატფორმების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება;
** SEO, სარეკლამო პლატფორმების (Meta, Google Ads, LinkedIn, TikTok) და CRM სტრატეგიების ცოდნა. (აითვისეთ SEO პრინციპები, ვებდან ტექნიკურ SEO-მდე, ვებგვერდის ექსპოზიციის გაზრდის მიზნით);
** ანალიტიკური უნარები;
** CRM სისტემების გამოყენების გამოცდილება.
პირადი მახასიათებლები:
** კრეატიული აზროვნება;
** ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზაციული უნარები.
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი 09:30-18:30;
მდებარეობა: ჯ. ლეჟავას 22 (სავაჭრო ცენტრი "Hua Ling Tbilisi Sea Plaza")
ელექტრონული ფოსტის მისამართი: hr@hpq.ge
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: hr@hpq.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@hpq.ge
გისურვებთ წარმატებას!.
|