დასახელება:
ფინანსური მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ამბასადორი აილენდ ბათუმი
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
Ambassador Island Batumi აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა - ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.
"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2
უცხო ენები: ინგლისური, რუსული
ელ ფოსტა: hr@islandambassadori.com
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვების უზრუნველყოფა;
** 20%-ნი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
** პროფესიული განვითარება;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
** Fina-ს პროგრამებში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** საბანკო ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
** გადახდების აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშგების შედგენა;
** ბალანსების, ანგარიშების და სხვა ფინანსური მონაცემების მუდმივი მონიტორინგი;
** ფინანსური დოკუმენტაციის შეგროვება, რედაქტირება და საჭირო ანგარიშგებების მომზადება;
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშგების და დავალიანებების კონტროლი;
** ბანკებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** ხელშეკრულებების და ფინანსური დოკუმენტების კონტროლი, მათი ვადების დაცვა;
** გადასახადების, ტრანზაქციებისა და სხვა ფინანსური ანგარიშგებების ვადების მართვა;
** ფინანსური დეკლარაციების და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
** ფინანსური ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა და მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
** გეგმის, შემოსავლების და ხარჯების კონტროლი;
** საჭირო ფინანსური დეკლარაციების მომზადება.
** სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
** აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@islandambassadori.com
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|