Робота для біженців з України
პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: Leader System
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
შპს "ლიდერ სისტემი" საერთაშორისო ბრენდების (LITOKOL, TINTAKOL, IMOLA, LAUFEN, PAMESA, VICTORIA&ALBERT) სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლებისთვის პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** მომხმარებლებისთვის არსებული აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდული პროდუქციის გაცემა;
** დარბაზში პროდუქციის განლაგებაში მონაწილეობის მიღება;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;

გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (1500 ლარიდან)

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ინტერესი სამშენებლო ბიზნესის მიმართულებით;

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი მოტივაცია, მონდომება და მიზანდასახულობა;
** კრეატიულობა, ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** პრობლემის დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს
** კონკურენტულ ხელფასს
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პრომოუტერი"

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ლიდერ სისტემ"-მა დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე