Робота для біженців з України
1C ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: არგო
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
სადისტრიბუციო კომპანია "არგო" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი

ძირითადი მოვალეობები:

** 1C სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა;
** პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება;
** მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** ელ. ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება;
** შეკვეთების საფუძველზე რეალიზაციის გატარება, დაბრუნებების გაკეთება;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ფინანსური ან ტექნიკური განხრით;
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პროფილით (დისტრიბუციის სფეროში ჩაითვლება უპირატესად);

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზების, დაგეგმვის და მონიტორინგის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე jobs.argo@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე