დასახელება:
მცხობელი
|
მომწოდებელი:
არტ ჰაუსი
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
"არტ ჰაუსი" - ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადასხვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.
"არტ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 07:00-16:00
მისამართი: რუსთაველის 7.
მოვალეობები:
** საჭირო მარაგების სწორი რაოდენობა და ხარისხის კონტროლი;
** მზა პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სახეობის პურის გამოცხობა, წინასწარ შეთანხმებული მენიუს მიხედვით;
** სამზარეულოს სტანდარტების დაცვა;
** მომზადება სხვადასხვა სახეობის ტკბილეულის, როგორიც არის კრუასანი, დენიში და სხვა;
** უზრუნველყოს, რომ ყველა აღჭურვილობა გაწმენდილია და ყველა პროდუქტი მომზადებულია შემდეგი დღისთვის.
მთავარი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით
უნარ-ჩვევები:
** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@thearthouse.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|