Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"აითი თექი" 2011 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, კომპიუტერული ტექნიკის ქართულ ბაზარზე აქტიურად და წარმატებულად მოღვაწეობს.

ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენს კომპანიას განხორციელებული აქვს 300-ზე მეტი მასშტაბური პროექტი, დღესდღეობით კი აქტიურად ვთანამშრომლობთ 350-ზე მეტ სახელმწიფო ორგანიზაციასა და კერძო კომპანიასთან.

შპს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი), 1 საათიანი დასვენებით
** სამუშაო ადგილი ც. დადიანის 7, ქარვასლას ბიზნეს ცენტრი, თბილისი
** ანაზღაურება 2000 ლარი + საბონუსე სისტემა
** ჯანმრთელობის დაზღვევა ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადის (6 თვე) შემდგომ

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** "თბილ" და "ცივ" კონტაქტების ბაზასთან მუშაობა;
** მომხმარებელთან საჭიროებების ანალიზი და კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა: პირველადი კონტაქტიდან პროდუქტის მიწოდებამდე;
** მომხმარებელთა ბაზის მართვა CRM-ში და ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება
** MS Office (Word, Excel, Outlook) საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C და Bitrix24-ში (ან სხვა CRM სისტემაში) მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ან ტექნიკური განათლება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, რუსული).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge 30 აპრილამდე.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "B2B გაყიდვების მენეჯერი" და დაგვიწერეთ ორი წინადადება თქვენს შესახებ. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე