დასახელება:
საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯევერს ქონსთრაქშენი
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
შპს "ჯევერს ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ბათუმი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი, N3. / ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. 50
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 5 სამუშაო დღე.
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვის განხორციელება;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა - შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, ახალი მომწოდებლების მოძიება მოთხოვნების შესაბამისად;
** სატენდერო წინადადებების მომზადება;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების პირობებზე მოლაპარაკება, გაფორმება, მათი მონიტორინგი და დაარქივება შესაბამისი წესების მიხედვით;
** საბაჟო და ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა
** მომწოდებლების ბაზის პერმანენტული განახლება
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.
** კონფიდენციალურობის დაცვა.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯევერს ქონსთრაქშენ"-მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "ჯევერს ქონსთრაქშენში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
|
|
|
|