Робота для біженців з України
დისტრიბუციის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუციის ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში დისტრიბუციის ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ახალი მებითუმე კლიენტის პროგრამული დარეგისტრირება და საბითუმო ფასის მინიჭება;
** მებითუმე კლიენტებთან წინასწარ განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ხელშეკრულებების გაფორმება;
** მებითუმე კლიენტების ინფორმაციისა და ხელშეკრულების პირობების პროგრამული ასახვა და განაცხადის შექმნა;
** დისტრიბუციის სალაროების კონტროლი;
** მებითუმე კლიენტის კონსიგნაციების და ლიმიტების კონტროლი;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი, დებიტორებთან კომუნიკაცია და დავალიანების გადახდის ვადებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში ფასების ჩასწორება, პროდუქციის ჩამოწერა, ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების გამოწერა და მიწოდების აგენტისთვის გადაცემა;
** კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეკვეთის ფორმირება -საწყობში პროდუქციის რეზერვაცია, ინვოისის გამოწერა, პროდუქციის ჩამოწერა პროგრამა SAP ERP-ში;
** წუნდებული პროდუქციის დაბრუნების პროცესის ადმინისტრირება

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1739

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე