Робота для біженців з України
საოპერაციო სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, აფრიკა, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა.

მოვალეობები:

** სტრატეგიულ ინიციატივებში ჩართულობა;
** საოპერაციო პროექტების კოორდინირება;
** პრეზენტაციების და ანგარიშგებების მომზადება;
** დეპარტამენტებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა;
** შიდა პროცესების მენეჯმენტში ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრატეგიული აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტამ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ"შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/DgQ0uFPz3M
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე