Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო Unfound Door
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"Unfound Door-Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის/Housekeeper-ის პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო და უფლება მოვალეობები:

** სასტუმროს/რესტორნის ოთახების და სივრცეების ზედმიწევნით დასუფთავება
** სტუმრების გაწერის შემდგომ სივრცეების დასუფთავება და მათ ესთეტიკურობაზე ზრუნვა
** ქიმიკატების და სადეზინფექციო ხსნარების სტანდარტის მიხედვით გამოყენება
** სამუშაოს დასრულების შემდგომ ნაგვის გატანა და სივრცის სრულად წესრიგში დატოვება დღის წესის მიხედვით.
** ანფაუნდდორში არსებული სხვადასხვა დამტკიცებული პროცედურების შესრულება.

სამუშაო პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე
** ანაზღაურება - 900 ლარი

პიროვნული თვისებები:

** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
** დაზღვევას

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@unfounddoor.ge და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება ან დაგვირეკეთ ნომერზე 595111282

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე