Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 04 აპრილი / ბოლო ვადა: 04 მაისი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მკაფა, ფერმა, კიმბერლი კლარკი) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** სოციალური მედიის პოსტების მომზადება;
** ციფრული მასალების დიზაინის მომზადება;
** ბეჭდვითი მასალებისთვის დიზაინის მომზადება (პოსტერები, ბანერები, ბროშურები, კატალოგები);
** პროდუქტის პრეზენტაციებისა და კატალოგების დიზაინი;
** გარე სარეკლამო მასალების დიზაინი;
** მარკეტინგული კამპანიებისთვის კრეატიული კონცეფციების შემუშავება;
** ფოტოების დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფოტო/ვიდეო რედაქტირების საბაზისო ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Premiere Pro, After Effects);
** მარკეტინგული სტრატეგიების გაგება;
** 3D გრაფიკული პროგრამებისა და UI/UX დიზაინის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის (B2 დონე) ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.

სამუშაო განაკვეთი და პირობები:

** სრული: ორშაბათი - პარასკევი
** საათები: 10:00 - 18:00
** ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად, შეთანხმებით.
** მის: თბილისი, ა.წერეთლის გამზ. N 113დ.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.

9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე