Робота для біженців з України
ტენდერი ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: Evolution
გამოქვეყნდა: 04 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
თანდართული ფაილი: 624947_danarti_8254456.zip
"Evolution" უძღვება B2B Live Casino სერვისებს, რომლებიც მრავალი არხისა და მოწყობილობის საშუალებით მიეწოდება კლიენტების უშუალო მომხმარებელს. კომპანიის ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფის, კარგად დამკვიდრებული საწარმოს ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების საშუალებით, ევოლუშენი მატებს რეალურ ღირებულებას თავის მომხმარებლებს ბიზნესში.
კომპანია "ევოლუშენ ჯორჯია" საქართველოში ფუნქციონირებს 2018 წლის იანვრიდან და მუშაობს 24/7 საათის განმავლობაში. დღესდღეობით, კომპანია ითვლის 7000-მდე თანამშრომელს და განაგრძობს ზრდას.

სრული დასახელება: შპს "ევოლუშენ ჯორჯია" საიდენტიფიკაციო ნომერი: 405209689
საფოსტო მისამართი: ზაირა კიკვიძის ქ. N 11 (ყოფ. მექანიზაციის ქ. 1/2), თბილისი, საქართველო.
ვებ-გვერდი: https://www.evolution.com/

ამჟამად, "ევოლუშენ ჯორჯია" აცხადებს ტენდერს სასერვერო ოთახების ხანძრის აირქრობისა და ასპირაციის სისტემის ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე (მომსახურების აღწერა იხ. თანდართულ ფაილად).

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფინანსურად სტაბილურ და ბაზარზე წარმატებით ოპერირებად კომპანიებს, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით საინჟინრო- ტექნოლოგიურ და ავტორიზებული მომსახურების სფეროში და ასევე, მათი მოვლის მომსახურების (დიაგნოსტიკა, რემონტი და პროფილაქტიკური სამუშაოები) მიმართულებით (ბანკები, კორპორატიული სექტორი და სხვა სახის მსხვილი ობიექტები/დაწესებულებები).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭირო წარსადგენი დოკუმენტაცია:

** კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
** კომპანიის პროფაილი (შევსებული ფორმით).
** სარეკომენდაციო წერილები არსებული და/ან ყოფილი კლიენტი კომპანიებისაგან.
** სხვადასხვა ობიექტზე შესრულებული პროექტების ჩამონათვალი (სასურველია, პრეზენტაციის ფორმით).

ტენდერის დასრულების შემდეგ, შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება 1 წლის ვადით, ვადის ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობით, ხელშეკრულების მხარეების ორმხრივი კმაყოფილების შესაბამისად.

მომსახურების მიწოდების ადგილები:

** თბილისი, დიდუბე, ზაირა კიკვიძის ქ. N 11 (ყოფ. მექანიზაციის ქ. N 1/2); შენობა A, D.
** თბილისი, დიდუბე, თორნიკე ერისთავის ქ. N 15-17 (შენობა E).

დამატებითი შეკითხვების არსებობის, ან/და ობიექტებზე ვიზიტის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ელ. მისამართებზე:

ნათია ხუჭუა - შესყიდვების სპეციალისტი; nkhuchua@evolution.com
გიორგი ადიკაშვილი - სამეურნეო მიმართულების მენეჯერი; gadikashvili2@evolution.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე