დასახელება:
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის I კატ. მთავარი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის I კატეგორიის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო ან/და საკონკურსო დოკუმენტაციის შემუშავება, შესაბამისი პროცედურების განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა;
** ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება; სატენდერო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმება და ხელმოწერის ორგანიზება. გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაოების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა, რაც ითვალისწინებს: პოტენციურ მიმწოდებლებთან შესყიდვის ობიექტის მოძიებას და მოლაპარაკების წარმოებას;
** მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და შეჯამება;
** მიმწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** კონკურსის პროცედურების უზრუნველყოფა, საკონკურსო დოკუმენტაციის, განცხადების, საკონკურსო კომისიის სხდომების ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება; საკონკურსო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმება და ხელმოწერის ორგანიზება. გაფორმებული ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების სატენდერო ან/და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და სატენდერო კომისიისთვის ინფორმაციის წარდგენა;
** შესყიდვის მონაწილე მხარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: პრიორიტეტია ეკონომიკა/ფინანსები/ სამართალი;
** სამუშაო გამოცდილება: სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 17 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
|
|
|
|