დასახელება:
სკოლის ექთანი
|
მომწოდებელი:
თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
"თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლის ექთნის პოზიციაზე.
ლოკაცია: ავლაბარი, ნიკიფორე ირბახის N17
სკოლის ექთნად მუშაობისთვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულებაში ექთნად დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის შესაბამისი კვალიფიკაცია. მათ შორის:
** საექთნო საქმის (ექთანი) ბაკალავრი;
** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი (პრაქტიკოსი ექთანი) დარგი/სპეციალობა -საექთნო საქმე;
** დიპლომირებული მედიკოსი და ა.შ;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბავშვებთან მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
** სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გააზიაროთ ქართული რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: swissschool.info@gmail.com, საგნის ნაწილში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის სახელი.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად იქნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
|
|
|
|