დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ნავნე
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
"ნავნე" უკვე ბაკურიანშია!
"ნავნე" - ხსნის ახალ ფილიალს ბაკურიანში და აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა მიღებაზე. თუ თქვენ ეძებთ სამუშაოს კარგ გარემოში და გსურთ წვლილი შეიტანოთ წარმატებულ გუნდში, მაშინ გელოდებით!
"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. ნავნეს მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე NAVNE HOME- სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი
პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი
გრაფიკი: სრული განაკვეთი (8 საათი + 1 საათი შესვენება), 5 დღე სამუშაო, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 900 ლარი + საბონუსე სისტემა.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი და უშეცდომო წარმოება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია.
|
|
|
|