Робота для біженців з України
აღმასრულებელი შეფ მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმასრულებელი შეფ მზარეული
მომწოდებელი: იაკობის ეზო
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
რესტორანი იაკობის ეზო აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი შეფ მზარეულის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** სამზარეულოს გამართული მუშაობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ზედამხედველობას უწევს კერძების წარმოების ყველა პროცესსა და უზრუნველყოფს ხარისხს;
** მონაწილეობს კვების ახალი პროდუქტების მოძიებასა და ტესტირებაში; იზიარებს კვების კონცეფციის ხედვას დამსაქმებლის ინიციატივებთან კავშირში
** ხელს უწყობს რესტორანს წლიური გაყიდვების გენერირებასა და განვითარებაში;
** საჭიროების შემთხვევაში ურთიერთობს სტუმრებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და კოლეგებთან
** მარაგების სწორი მართვა და სათანადო ხარჯვის კონტროლი;
** მენიუს შედგენა, მენიუში არსებული კერძების სტანდარტიზაციის უზრუნველყოფა და კალკულაციით მუშაობა;
** სამზარეულოს მუდმივი სისუფთავის უზრუნველყოფა;
** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** რეცეპტურის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა გაუმჯობესება/დახვეწის მიზნით;
** ახალი რეცეპტურების შემუშავებისას გადამუშავებული პროდუქტის კოეფიციენტისა და ნაშთების ცოდნა, კერძის თვითღირებულების კონტროლი და დანაკარგის შემცირება;
** ობიექტზე არსებული რეცეპტურების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება;
** უზრუნველყოფს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლების ტრეინინგს და მეთვალყურეობას უწევს მათ განვითარებას;
** უზრუნველყოფს, რომ დაცული და შესრულებული იქნეს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები;
** პროდუქციის გამზადება წინასწარ განსაზღვრული რაოდენობებით განსაზღვრული დროს უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის მიხედვით მუშაობას და ყველა საჭირო დოკუმენტაციის შევსებას;
** უზრუნველყოფს საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას / Health & safety სტანდარტების შენარჩუნებას.

საჭირო ცოდნა / უნარ ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com და გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე