დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ცემენტის კომპანია
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია, აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ვაკანსიის მდებარეობა: ქ. ფოთი
სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 (1 საათი შესვენება)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების მომზადება;
** საბანკო ოპერაციების გატარება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და სხვა) აღრიცხვა, შენახვა და კონტროლი;
** ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
** იმ ბანკებთან მუშაობა, რომელშიც კომპანიის მიმდინარე ანგარიშებია გახსნილი, მათ შორის, ბანკში საგადახდო დავალებების მიწოდება, მოთხოვნები და ამონაწერების მიღება.
** შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება.
** სასურველია წარმოების სფეროში სამუშაო გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამა balance-ის და oris-ის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებული.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობა.
** კეთილსინდისიერება.
კომპანია უზრუნველყოფს:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორაციული ნომერი
** კომფორტული სამუშაო გარემო
კანდიდატების შერჩევა მოხდება: სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gcco.ge 1 მაისის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: ბუღალტერი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|