დასახელება:
ოფის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბეგიგროს გრუპ
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 აპრილი
|
სამშენებლო კომპანია "ბეგიგროს გრუპ" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო პირობები: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე, შაბათი-კვირა დასვენება.
ანაზღაურება: შეთანხმებით
ადგილმდებარეობა: თბილისი, სანზონა, დავით გურამიშვილის გამზირი 39/27, სად. 3, სართ.1
შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა:
** საოფისე საქმიანობის კოორდინირება და ორგანიზება;
** ოფიციალური კორესპონდენციის მიღება და წარმოება;
** საქმიანი კომუნიკაცია (ელ.ფოსტით, ტელეფონით და სხვა საშუალებებით) პარტნიორებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და თანამშრომლებთან;
** სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების, პარტნიორების მიღება/დახვედრის უზრუნველყოფა;
** დირექტორის კანლენდარის მართვა, ოფიციალური შეხვედრების და მივლინებების ორგანიზება;
** ორგანიზაციისთვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვა) შესყიდვების წარმოება და კონტროლი;
პოზიციისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება და უნარები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: begigros@gmail.com; სათაურის ველში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 20 აპრილი
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|