Робота для біженців з України
საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის სკოლაში საგამოცდო ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე.

"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" დაარსების დღიდან ინარჩუნებს წამყვან პოზიციას თეორიული და პრაქტიკული განათლების სფეროში და ამგვარად, თითოეულ სტუდენტს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამას.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, შაბათი მოკლე დღე, ჯამში 40 საათი
** ანაზღაურება: 1200₾ ხელზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მედიცინის სკოლის მიერ წარმოდგენილი საგამოცდო მასალის (ტესტები/კაზუსები/თემები/ღია კითხვები და სხვა) ტექნიკური თვალსაზრისით დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ნომრის მინიჭება, საგამოცდო მასალის დაბეჭდვა;
** ტესტების/კაზუსების/თემების/ღია კითხვების/ქულების და ა.შ. უნივერსიტეტის საგამოცდო სისტემაში შეყვანა;
** საგამოცდო პროცესში მეთვალყურეობის გაწევა, მათ შორის სტუდენტთა რეგისტრაცია, ქულების დაჯამება, შენახვა;
** სასწავლო პროცესის მართვის სამსახურთან კომუნიკაცია საგამოცდო ცხრილებთან და სიებთან დაკავშირებით;
** საგამოცდო ტესტების, მათ შორის გასაჩივრებული ნაშრომების, ლექტორებთან მიწოდება და შედეგების დროულად მიღების კონტროლი, შესაბამის დოკუმენტში შედეგების ასახვა;
** საგამოცდო სივრცის ორგანიზებაში მონაწილეობა, საგამოცდო პროცესის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობისთვის ტექნიკური დახმარება, დროის მკაცრი კონტროლი;
** სტუდენტთა კონსულტირება კომპიუტერთან ტესტირების/გამოცდის ჩაბარების სპეციფიკასთან დაკავშირებით, ასევე ელექტრონული სასწავლო პლატფორმის მეშვეობით ტესტირების/გამოცდის მიმდინარეობის წესებთან დაკავშირებით;
** საგამოცდო ცენტრში შენახული დოკუმენტაციის (საკითხები, წერითი ნაშრომები და სხვა) უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა;
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ადმინისტრაციული მიმართულების მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 7 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე