Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: Breezy Georgia
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
"Breezy" - Trade-in ისა და ტექნიკის აღდგენის ლიდერი ბაზარზე.

ჩვენ ვართ საერთაშორისო ჰოლდინგ ASBIS-ის ნაწილი - ASBIS-ი ახდენს IT პროდუქტების დისტრიბუციას 75 ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენ მოწყობილობებს ვძენთ მეორე სიცოცხლეს - ამით ვუფრთხილდებით პლანეტას და ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს გახდნენ ხარისხიანი ტექნიკის მფლობელები მომგებიანად ფასად.

ჩვენი ოფისები წარმოდგენილია 7 ქვეყანაში - თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მისიაა ვიყოთ კარგი ნაცნობი, რომელნიც ქმნიან საუკეთესო პირობებს Trade-in ისა და მოწყობილობების ყიდვისათვის. ჩვენ ვძენთ ტექნიკას მეორე სიცოცხლეს.

ჩვენი გუნდი იზრდება და ახლა უკვე ვეძებთ ტექნიკოსს (სპეციალისტს, რომელიც გაარემონტებს მოწყობილობებს).

თქვენი მოვალეობა იქნება ტექნიკის დიაგნოსტიკა, სერვისი საგარანტიო პირობების შესაბამისად ასევე ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.

შემოგვიერთდი თუ თქვენ გაქვთ:

** სერვის ცენტრში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად),
** ტექნიკური განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** Apple ტექნიკის შეკეთების გამოცდილება (სასურველია)
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-19:00
** ლოკაცია: თბილისი, პეკინის ქ.8

თქვენ ჩვენთან მოგეწონებათ, რადგან:

** გექნებათ შესაძლებლობა განვითარდეთ კარიერულად საერთაშორისო კომპანიაში.
** იმუშავებთ საერთო აზრის მქონე გუნდთან. "დრაივიან" და ამბიციურ გუნდთან, რომელიც აღწევს დასახულ მიზნებს.
** თქვენ შეძლებთ დაძლიოთ საინტერესო გამოწვევები და შეიტანოთ წვლილი კომპანიის განვითარებაში.
** თქვენ გეყოლებათ გვერდში მდგომი ხელმძღვანელი, რომელიც დაგეხმარებათ განვითარებაში
გექნებათ ფასდაკლებები კომპანიის პროდუქციაზე.

"Breezy" - ეს არის პროფესიონალების შეკრების ადგილი დიდი მიზნებისთვის.

გინდათ დაძლიოთ საინტერესო გამოწვევები, განავითაროთ Trade-in სერვისი, რომელიც გავლენას ახდენს გლობალურად მთელ მსოფლიოზე და ეხმარება ჩვენს პლანეტას? მაშინ ველით თქვენს რეზიუმეს. შემოგვიერთდი!

გთხოვთ subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ელფოსტა: n.yakubova@breezy.band
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე