დასახელება:
ვიდეო მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ევროპროდუქტი
|
გამოქვეყნდა: 28 მარტი
/ ბოლო ვადა: 28 აპრილი
|
კომპანია "ევროპროდუქტი" ბაზარზე 2004 წლიდანაა წარმოდგენილი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია. საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის "Valio", "Frico", "Elpozo", "Arla", "Bayernland" და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან შექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 38 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად.
კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის #25
სამუშაო გრაფიკი: ცვლები;
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე ხელზე ასაღები 1300 ლარი + სტაჟი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ობიექტების ვიდეო მონიტორინგი;
** არსებული დარღვევების აღმოჩენა;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
** დარღვევების სისტემატიზაცია, აღწერა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: HR@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|