დასახელება:
ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ნავნე
|
გამოქვეყნდა: 28 მარტი
/ ბოლო ვადა: 28 აპრილი
|
"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. ნავნეს მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე NAVNE HOME- სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში.
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე; 2 დღე დასვენება; სამუშაო საათები 14:00-22:00
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
** კომპანიის მართვაში არსებული ობიექტების მონიტორინგი;
** თანამშრომლების სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
** დარღვევების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
** GPS კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
** სასურველია IVMS პროგრამაში გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობაა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების საშუალებას;
** მეგობრულ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია;
** სპეციალურ ფასდაკლებას ნავნეს პროდუქციაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|