Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: თაბუკა
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის და ჩაის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ. ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00 - 18:00 სთ.
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის არსებული სავაჭრო ობიექტების მართვა
** ახალი ობიექტების მოძიება და პარტნიორობის დამყარება
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და ახალ სავაჭრო ობიექტებთან
** ქსელის და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება
** სავაჭრო ობიექტების შეკვეთების მიღება/აღება დამუშავება და საწყობისთვის მიწოდება
** პარტნიორებთან ნაშთების, ფასების და თაროზე წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი
** დებიტორების რეგულარული კონტროლი, ანალიზი და თანხების ამოღება
** დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია.
** სავალდებულოა მართვის მოწმობა B კატეგორია და სასურველია პირადი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების ქონა.
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კავშირების დამყარების უნარი.
** მყარი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა.
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

გთავაზობთ:

** სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივას
** მეგობრულ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
** კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cvtabuka@gmail.com და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პრისელერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე