Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ოთოქოჩ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
შპს "ოთოქოჩ ჯორჯია" არის Otomotiv Ticaret ve Sanayi A.Ş.-ის შვილობილი კომპანია, რომელიც დაარსდა 1928 წელს და ოპერირებს როგორც უძველესი და უმნიშვნელოვანესი საავტომობილო კომპანია თურქეთში. 2007 წელს, ხელი მოეწერა თურქეთისა და ბაჯეთის ავტოგაქირავების სალიცენზიო ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც Otomotiv Ticaret ve Sanayi A.Ş დაიწყო ფუნქციონირება Budget-ის ბრენდის სახელით. 1997 წლიდან Otokoç Otomotiv საქმიანობს 7 ქვეყანაში: თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უნგრეთში, უკრაინასა და საბერძნეთში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B)
** ავტომანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის მართვა უსაფრთხოების წესების დაცვით.
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით ტრანსფერის განხორციელება.
** ავტომანქანის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** ყოველდღიურად მანქანების შემოწმება.
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილების სერვისზე წაყვანა.
** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის სისუფთავეზე ზრუნვა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** ორგანიზებული
** მოწესრიგებული
** გამართული მეტყველების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაძაბულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: gvantsap@budget.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე