Робота для біженців з України
სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. "ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** წინასწარ დადგენილი სტანდარტებისა და ვადების შესაბამისად, კლინიკის შემოსავლების დამუშავება და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
** პაციენტების ისტორიების დამუშავება, სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველყოფა.
** პაციენტის სამედიცინო ისტორიის საფუძველზე, კალკულაციების პროცესის მართვა;
** სხვადასხვა დაწესებულებებთან, წინასწარ დადგენილ ვადებში, შესრულების დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენა;
** სადაზღვევოებსა და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, პაციენტების ქეისების მართვა;
** სათავო ოფისისთვის, კლინიკის შემოსავლების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება;
** დებიტორულ პაციენტთან შესაბამისი პროცესების მართვა;
** ყოველდღიურად სალაროს ნაშთის კონტროლი;
** კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორის შემოწმება, შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ატვირთვა, ხარვეზების კონტროლი და მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ჯანდაცვის მენეჯმენტის/საბანკო/საფინანსო საქმის მიმართულებით;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლიდერობა;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით შესაბამის ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/samedicino-shemtxvevis-koordinatori/688.

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე