დასახელება:
ღამის ცვლის ჭურჭლის მრეცხავი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი
|
გამოქვეყნდა: 28 მარტი
/ ბოლო ვადა: 28 აპრილი
|
სასტუმრო "ლე მერიდიენ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
პოზიციის აღწერილობა:
ჭურჭლის მრეცხავი პასუხისმგებელია გარეცხოს ჭურჭელი და შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ევალება სარეცხი მანქანების სწორი გამოყენება და გაკონტროლება, არის თუ არა საკმარისი სარეცხი საშუალება სამუშაოს შესასრულებლად. ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ
** დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის, ჭიქების რეცხვა და ა.შ.), რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის
** გარეცხოს ყველა ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სახურავები დეტალებზე ყურადღების გამახვილებით
** უნდა ჰქონდეს სრული ცოდნა ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების შესახებ
** უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
უნარ-ჩვევები:
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: natia.stambolishvili@marriott.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
|
|
|
|