დასახელება:
სართულის სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი
|
გამოქვეყნდა: 28 მარტი
/ ბოლო ვადა: 28 აპრილი
|
სასტუმრო "ლე მერიდიენ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ჰაუსქიფინგში სართულების სუპერვაიზერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დასუფთავების გუნდის კოორდინაციასა და სისუფთავის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სართულებზე დასუფთავების პროცესის კონტროლი და მართვა
** ოთახების და საერთო სივრცეების სისუფთავის შემოწმება
** ჰაუსქიფინგის პერსონალის კოორდინაცია და ტრენინგი
** ინვენტარის მართვა და საჭიროებების დროული უზრუნველყოფა
** სასტუმროს ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა
** სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
საჭირო უნარები და მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ლიდერობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
** ჰაუსქიფინგის სტანდარტების და პროცედურების ცოდნა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: natia.stambolishvili@lemeridien.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|