Робота для біженців з України
სტიუარდი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი
მომწოდებელი: სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
სასტუმრო "ლე მერიდიენ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს ყველა ინვენტარის აღრიცხვა (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.)
** ინსტრუქციების დაცვა (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭიქების რეცხვა და ა.შ.).
** ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
** სარეცხი მოწყობილობების სწორად გამოყენება;
** სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
** ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ ზედამხედველისთვის შეტყობინება;
** სამუშაო ადგილას, სისუფთავის დაცვა და უზრუნველყოფა;
** ყველა მასალის საღ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი.

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში;
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ განვითარებას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** დაზღვევა;
** ღამის ტრანსპორტირება.

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: natia.stambolishvili@marriott.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე