Робота для біженців з України
ვენახების გაშენებისა და განვითარების უფროსის ასისტენტი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვენახების გაშენებისა და განვითარების უფროსის ასისტენტი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.

დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ვენახების გაშენებისა და განვითარების სამსახურის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე ყვარლის, შილდისა და ენისელის ვენახებისთვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი: ყვარლის, შილდისა და ენისელის ვენახები
** სამუშაო საათები: 8-საათიანი სამუშაო დღე, სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო ცვალებადია სეზონური სამუშაოებიდან გამომდინარე
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-კვირა, დასვენების 2 დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის აგროტექნიკური ღონისძიებების შესრულება კომპანიაში დანერგილი ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისად
** გასაშენებელ სავენახე ნაკვეთებზე ნიადაგის, ხოლო გაშენებულ ვენახებში ვაზის (ყურძნის) პერიოდული კონტროლი, დაავადებების არსებობის შემთხვევაში დროული გამოვლენა და შესაბამისი ოპერაციების დაგეგმვა
** დაგეგმილი რაოდენობის და მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ვენახის მოვლის შესაბამისი გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება (სხვლა, სასუქის შეტანა, შესაწამლი პრეპარატების დოზების შერჩევა, ირიგაციის მართვა, ყურძნის კრეფა) და შესაბამისი აგროტექნიკური პროცესების ხარისხიანად შესრულების მონიტორინგი
** შესაწამლი პრეპარატების, სასუქების, საწვავის და სხვა ვენახების დამხმარე მასალების ხარჯვის კონტროლი
** ვენახის მექანიზაციის ტექნიკის, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემების გამართულად მუშაობის მონიტორინგი
** რთვლის პერიოდში დაგეგმილი პროცესების შესაბამისად საჭირო დავალებების სწორი და თანამიმდევრული გადანაწილება ბრიგადირებსა და მუშებზე და მათი საქმიანობის კონტროლი
** ბრიგადირებისა და მუშების საქმიანობის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება მევენახეობა/მეღვინეობის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ღვინის წარმოების/სოფლის მეურნეობის/მევენახეობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა

სხვა მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდსა და გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას და სხვა
** კორპორაციულ ბენეფიტებს

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც..
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე