Робота для біженців з України
უნივერსალური ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური ტექნიკოსი
მომწოდებელი: All Service Group
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
ვინ ვართ ჩვენ? "All Service Group" არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კორპუსის მაცხოვრებლების სრული კომფორტის შექმნაზე. ჩვენი ძირითადი სერვისებია : ლიფტების და სადარბაზოს კარების თანამედროვე დამაფონებით და საბარათე სისტემებით აღჭურვა, კამერების მონტაჟი, კორპუსის დალაგება, ეზოს მოვლა, შლაგბაუმების მონტაჟი და GSM გახსნის ფუნქციების ინსტალაცია.

სწორად აღნიშნული სერვისებით და უსაფრთხო, გამჭვირვალე სისტემით ვეხმარებით მაცხოვრებლებს კორპუსისთვის საჭირო თანხების მობილიზებაში.

გაიგე უფრო მეტი ჩვენს შესახებ: http://www.asg.ge/

ამ ეტაპზე "All Service Group" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ტექნიკოსის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** კორპუსების სადარბაზო კარების და ლიფტების საბარათე სისტემებით აღჭურვა
** კამერების მონტაჟი
** არსებული აპარატურის მონიტორინგი
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
** სასურველია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად: 1200 ₾-დან

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@asg.ge. წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი - თბილისი". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე
TOP.GE