Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სტომატოლოგიური კლინიკა
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც მდებარეობს ვაკეში, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი: ნახევარი განაკვეთი

მოვალეობები:

** კლინიკაში პაციენტების მიღება და გაცილება
** პაციენტის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება პროცედურების მიხედვით
** ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით
** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია
** სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია
** შემოსული სატელეფონო ზარების, ელ. ფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
** კლინიკის პროცედურების და სტანდარტების ცოდნა
** ექიმებთან და სხვა პერსონალთან კომუნიკაცია.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კლიენტებთან მომსახურების ან ადმინისტრაციულ სფეროში (სტომატოლოგიურ ან სამედიცინო დაწესებულებაში) გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი

პიროვნული თვისებები:

** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** ანაზღაურება: 1000-1200 ლარი კვალიფიკაციისა და განრიგის მიხედვით

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: ekargareteli@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე