დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სფეის კარგო
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
გადამზიდი კომპანია "სფეისკარგო" (https://www.spacecargo.ge/Home) აცხადებს ვაკანსიას, ქ. თბილისში, ვარკეთილის ფილიალში მენეჯერის პოზიციაზე.
"სფეისკარგო" ახორციელებს ნებისმიერი სირთულის ტვირთების იმპორტს და ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში. გვაქვს როგორც საცალო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები.
ძირითადი უფლება-მოვალეობები:
** მიმდინარე პროცესების მართვა/მონიტორინგი;
** ფილიალის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მათ მოტივაციაზე, განვითარებაზე ზრუნვა;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** რეპორტების და ანალიზის საფუძველზე, საჭიროებებიდან გამომდინარე, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლების დროული ჩართულობა და რეაგირება;
** აქტიური ჩართულობა ფილიალის გეგმების შესრულებაში;
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულება ;
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა;
** სხვა შესაბამისი მოვალეობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
ძირითადი მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე;
** გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ლიდერული უნარ/ჩვევები;
** მიზანმიმართულობა და შედეგების მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის და მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** კონკურენტულ ჯანმრთელობის დაზღვევას;!
** სპეც. ტარიფებს კომპანიის სერვისებზე.
** ანაზღაურება 1500 ლარი და ბონუსები განხორციელებული პროექტებიდან.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 10:00-18:30, შაბათი: 11:00-15:00 (ერთ საათიანი შესვენების გათვალისწინებით)
მისამართი: ჯავახეთის მეორე შესახვევი, 1 ა კორპუსი.
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე hr@spacecargo.ge. გადმოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ვარკეთილის ფილიალის მენეჯერი)
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
გისურვებთ წარმატებებს
|
|
|
|