Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: BSG-METAL
გამოქვეყნდა: 22 მარტი / ბოლო ვადა: 22 აპრილი
კომპანია "BSG-METAL" დაარსდა 2023 წელს და სწრაფად მოიპოვა ლიდერის პოზიცია საქართველოს ბაზარზე. უმაღლესი ხარისხის მასალები და კონკურენტული ფასები განაპირობებს ჩვენს პროდუქციაზე მუდმივად მზარდ ნდობასა და მოთხოვნას.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვქმნით სტანდარტებს, რომლებიც ხარისხსა და ხელმისაწვდომობას აერთიანებს.

ადგილმდებარეობა: დისტანციურად
სამუშაო განაკვეთი: სრული
განრიგი: მოქნილი
პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება და საწყობში მოწოდება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის  ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** დავალიანებების კონტროლი;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება - რეპორტინგი;
** გაყიდვების ახალი არხების მოძიება, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და კორპორატიული მიმართულებებით;
** შეთავაზებების ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
** დამკვეთების ინტერესების გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** დამკვეთებთან ინდივიდუალური კონტაქტის და მათთვის ინდივიდუალური გადაწყვეტილების მოძებნის უნარი;
** სამოქმედო გეგმის შემუშავება პროდუქტის რეალიზებისთვის;
** საფოსტო და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** რუსული და ინგლისური ენის ფლობა (სასურველია);
** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე: bagasrgroupllc@gmail.com (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე