Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: გემრიელი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
ხორცპროდუქტების კომპანია შპს "გემრიელი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** ორგანიზაციებთან არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, მაღაზიებში პროდუქციის ვიზუალის/განლაგების კონტროლი, სავაჭრო ობიექტებში მის მიერ მითითებული განლაგების კონტროლი;
** საფირმო დიზაინზე მუშაობა.
** სარეალიზაციო პროდუქციაზე აღსანიშნავი და დასატანი ინფორმაციის შეთანხმება ხელმძღვანელობასთან;
** მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** მედია პარტნიორებთან ურთიერთობის კოორდინაცია და მედია გეგმის შემუშავება;
** მულტიფუნქციურ გუნდთან (დიზაინერი, ვიდეო გრაფიკოსი) კოლაბორაციული მუშაობა;
** პრეზენტაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას.

მისამართი: ქ. რუსთავი, სამგორის ქ. 1

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: Gemrieli.ltd@mail.ru
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე